среда, 30 апреля 2014 г.

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასწავლო პროექტის პრეზენტაცია



</

"დავიწყებული თამაშები"- სასწავლო პროექტი


 

       ჩვენ დავიბადეთ XXI  საუკუნეში, საუკუნეში სადაც წარმოუდგენელია ცხოვრება  კომოიუტერის,ინტერნეტის, საძიებო სისტემების, კომპიუტერული თამაშების,  მობილური კავშირის გარეშე .             კომპიუტერი და ინტერნეტი  საშუალებას გვაძლევს, ხშირად და  ადვილად ვიურთიერთოთ ჩვენს მეგობრებთან  საქართველოშიც და უცხოეთშიც. ერთმანეთს ვუგზავნით წერილებს  ელექტრონული ფოსტით, ვსაუბრობთ სოციალურ ქსელებში ,ვცვლით ფოტოებს, მუსიკას და ა.შ.         თანამედროვე ბავშვის ყველაზე საინტერესო გასართობი კომპიუტერული თამაშებია. აქედან გამომდინარე  ჩვენი ცხოვრების წესი განსხვავდებულია  წინა თაობებთან შედარებით,  ჩვენი ფიზიკური აქტივობა დაბალია რაც ჯანმრთელობის მხრივ გარკვეულ პრობლემებს იწვევს.         პროექტის მონაწილეები დავინტერესდით კომპიუტერის გამოგონებამდე  რა იყო მოზარდების ინტერესის საგანი, რით  თამაშობდნენ , რა უნარებს ანვითარებდა.  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა.  გამოვკითხეთ და ჩავიწერეთ ბერბუკის თემში მცხოვრები   უხუცესი   მოსახლეობის მიერ აღწერილი  საბავშვო თამაშები, აღვადგინეთ და მოვახდინეთ მათი ინსცენირება. გადავიღეთ აღდგენილი თამაშების  ფოტო და ვიდეო მასალა:


1. თამაში  " ჩლიქა და ტარი "




      თამაშის შესახებ მოგვითხრო სოფელ ბერბუკში მცხოვრებმა 85       წლის ვერო აბალაკმა.     თამაშს "ჩლიქა და ტარი" თამაშობს 2 მოთამაშე. თამაშისთვის     საჭიროა2 ჯოხი. ერთი მოკლე - "ჩლიქა"  და ერთი გრძელი -     "ტარი". ერთი მოთამაშე , რომელსაც უჭირავს "ტარი" დგება  წრეში  და  ცდილობს მოიგერიოს "ტარით" 5 მეტრის მოშორებით მდგარი  მეორე მოთამაშის მიერ ნასროლი  "ჩლიქა" თუ მოიგერია ,   იგი თამაშის გამარჯვებულია.           



თამაში მოიძიეს  ლევანი მერებაშვილმა და  გიორგი არაქელოვმა



2. თამაში    "კონჭურობანა"



       თამაშის შესახებ მოგვითხრო სოფელ    ბერბუკის    მკვიდრმა  ელიზა    რუსიტაშვილმა  რომელიც არის  94   წლის.   ამ თამაშის სათამაშოდ საჭიროა  ერთი       მრგვალი ქვა და ერთი ბრტყელი ქვა _"კონჭური". დავდებთ მრგვალ ქვას , გადავზომავთ 2 მეტრს და ამ მანძილიდან ვესვრით კონჭურს. თუ  ოვარტყით  მრგვალი ქვა გაგორდება. ვინც კონჭურს მალე დაეწევა და დანიშნულ ადგილას მიიტანს , ისაა გამარჯვებული.



     თამაში მოიძიეს  ნიკა ტურაშვილმა და  შურმან ჭოველიძემ



3.თამაში "კენჭაობა"




     თამაშის შესახებ მოგვითხრო  სოფელ ბერბუკის მკვიდრმა  84 წლის თამარ გიგაურმა.      თამაშს "კენჭაობა" თამაშობენ კენჭებით. საჭიროა 5 კენჭი. მოთამაშემ ცალი ხელით უნდა წამოკრიფოს კენჭები, თანაც ისე , რომ როდესაც ერთ კენჭს ჰაეში ააგდებს , სანამ ჩამოვარდება უნდა მოასწროს მეორე კენჭის აღება და ასროლილი კენჭის დაჭერაც. გამარჯვებულია ვინც ყველა კენჭს წამოკრიფავს.

.


 თამაში მოიძია  ლევანი მერებაშვილმა.



4. თამაში ბერაობა



           თამაშის შესახებ მოგვითხრი სოფელ ბერბუკში მცხოვრებმა         ომარი    შავდათუაშვილი    რომელიც არის 75 წლის.                  თამაშს ჰქვია "ბერაობა"  რადგანაც მას თამაშობენ       კომბლისდამაგვარი ხის დიდი ჯოხებით (ბერის  ჯოხი). თამაშს       თამაშობს 2 გუნდის 4 მოთამაშე . თამაშისთვის საჭიროა  ხისგან     გამოთლილი კომბლები და მგვალი ქვა, რომელიც ბურთის      მაგივრობას ასრულებს . თამაშსში ბურთი შემოაქვს "შემომგდებს", უმეტესად ეს გოგონაა. მოთამაშეებს შუაში ჩაუგდებს მრგვალ ქვას და  გუნდის წევრები ცდილობენ  ეს ქვა ჩააგდონ პატარა ორმოში. რომელი გუნდიც ჩააგდებს ისაა გამარჯვებული.




თამაში მოიძია  გიორგი არაქელოვმა და რატი ვალიშვილმა  



5. თამაში   "კენწლაობა"





  თამაშის შესახებ მოგვითხრო სოფელ ბერბუკის   მკვიდრმა  83 წლის ნუნუ  გიგაურმა. თამაშს   "კენწლაობა " თამაშობდნენ  გოგონები. ვინაიდან ბურთითაკენწვლა მათთვის რთული იყო, წინდაში ჩაყრიდნენ სიმინდს და ხორბალს, მოუკრავდნენ თავს და ცდილობდნენ ფეხით აეკენწლათ. ვინც მეტს აკენწლავდა ის იყო გამარჯვებული







თმაში  მოიძია  ეკა  ბიჭიაშვილმა  და ნიკა ტურაშვილმა


////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
///////////////////////////////////////////////////////////
///////////////////////////////////
/////////////////
                                                                                                                                                                                                       

ჩვენს მიერ მოძიებული  დავიწყებული  თამაშების  პრეზენტაცია მოეწყო ქალაქ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დაიმსახურა საზოგადოების მოწონება







მუზეუმის დირექტორმა ,თინათინ სოსანიძემ  დადებითი შეფასება მისცა ჩვენ ნამუშევარს.